რუსული კანონი

ჯებირების დაზიანების საქმეზე დაკავებულებს 18-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

რუსული კანონის აქციებზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა. მხარეები 18-თვიან პატიმრობაზე შეთანხმდნენ, მოსამართლე ნათია გუდაძემ გადაწყვეტილება 20 იანვარს გამოაცხადა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.

14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.

მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს, მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები