რუსული რეჟიმი

საპროტესტო მარშზე პოლიციამ რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი დააკავა

გურამ მაცხონაშვილი

თემქაზე მიმდინარე საპროტესტო მარშის დროს პოლიციამ რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი დააკავა.

მარიამ ნიკურაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ რეჟისორს ნიღბის ტარების გამო.

საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას დემონსტრანტებს პოლიციამ ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ არ ემორჩილებიან აღნიშნულ კანონს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით დააკავა.

კომენტარები