ზარქუას და სანიკიძის ძალადობა აბუ-დაბიში

გაბიტაშვილი: თავისუფალი ვარ - მოუთმენლად ველი საქართველოში დაბრუნებას

მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში მოხდა.

მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია. კითხვებზე პასუხს მოგვიანებით შევძლებ, როცა საქმე დაიხურება.

ლაშა გაბიტაშვილის წერილს Facebook-ზე მისი ცოლი აქვეყნებს. 13 იანვარს, აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში, ივანიშვილის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები