არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახსა და ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს. მე არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როცა ჩემს შვილებსა და ოჯახს ეხებიან. ასე რომ, მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იგივეს მიიღებენ - ამისთვის, თუნდაც რომ ციხეში წავიდე, ან ჯარიმები გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, იმიტომ რომ ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ.
ზარქუას და სანიკიძის ძალადობა აბუ-დაბიში
ზარქუა: არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როცა ჩემს ოჯახს ეხებიან
tbl.ge/71ny
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
13 იანვარს ივანიშვილის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბის სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე
- ვიდეო დაგეგმილი იყო, შეურაცხყოფას მაყენებს, ვინც იღებს – გაბიტაშვილი
- ზარქუა: საამაყო არ არის, რაც მოხდა, მაგრამ შეურაცხყოფაზე სულ ასეთი რეაგირება გვექნება
- "აქედან იყო მართული, ემესიჯებოდნენ"- რას ყვება ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე
- ჯარიმები დაეკისრათ, ახლა ორივე თბილისშია - მდინარაძე ზარქუასა და სანიკიძეზე
- ჩემი ინფორმაციით, ზარქუა და სანიკიძე საქართველოში არიან – ივანიშვილის დეპუტატი