რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

"ტრამპს რუსეთზე ზეწოლა შეუძლია" – ზელენსკის აზრით წელს ომის დამთავრება შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ 2025 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია, რადგან, მისივე აზრით, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოსკოვზე ზეწოლა შეუძლია. ამის შესახებ მან პოლონურ მედიებთან ისაუბრა.

ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, არსებობს თუ არა შანსი, რომ 2025 წელს ომი დასრულდეს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, არსებობს".

"ტრამპს ძალიან სურს ომის დასრულება... მას შეუძლია რუსეთზე ზეწოლა. მჯერა, რომ რუსეთს ეშინია ამერიკისა და ჩინეთის... ტრამპს შეუძლია იძულება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ტრამპთან, რომ იარსებებს კონკრეტული გარანტიები უკრაინის უსაფრთხოებისთვის და მან პუტინს უნდა აიძულოს დიპლომატია, რათა ეს ომი დასრულდეს." - თქვა ზელენსკიმ.

ამას გარდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპმა უკრაინას კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები უნდა შესთავაზოს. 

კომენტარები