რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუბიო: როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა მოუწევთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია იმის იმედი, რომ უკრაინა სრულად დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაიკავა. ამის შესახებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.

რუბიოს განმარტებით, როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს ომის დასასრულებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ.

"არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინის ზომის ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არაკომპეტენტურია, ან რამდენად დიდი ზიანი მიიღო რუსეთის ფედერაციამ შეჭრის შედეგად, ამ ხალხს [რუსეთის ჯარებს] უკან დაახევინოს იმ დონემდე, სადაც ისინი შეჭრის წინა დღეს იმყოფებოდნენ". - აღნიშნა რუბიომ.

რუბიოს თქმით, მას არ სჯერა, რომ უკრაინას ეყოფა ადამიანური რესურსი რუსეთის სრულად გასადევნად.

"პრობლემა ის კი არ არის, რომ უკრაინას ფული უთავდება, მას ადამიანები უთავდება. თუ გვინდა გულწრფელად ვისაუბროთ დასრულებაზე, დიპლომატიას დასჭირდება დათმობები მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხრისგან". - თქვა რუბიომ.

კომენტარები