სლოვაკეთი-რუსეთი

პოლონეთმა საჰაერო სივრცე შეუზღუდა სლოვაკეთის დელეგაციას, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა

Andrej Danko - predseda SNS

სლოვაკური მედია TASR-ის ინფორმაციით, პოლონეთმა საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა სლოვაკეთის საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც 12 იანვარს გაზის მიწოდებისა და რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრა.

გამოცემის ცნობით, დეპუტატების დელეგაციის მიზანი, რომელსაც ვიცესპიკერები ანდრეი დანკო და ტიბორ გაშპარი ხელმძღვანელობდნენ, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვაა. თავის მხრივ, დანკომ და გაშპარმა განაცხადეს, რომ დელეგაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან და რუსეთის მთავრობის რამდენიმე წევრთან შეხვედრის გამართვას გეგმავს.

მას შემდეგ, რაც პოლონეთმა დელეგაციას საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა, თვითმფრინავს მიმართულების შეცვლა და რუსეთში ჩეხეთისა და გერმანიის გავლით გამგზავრება მოუწია.

"არ მესმის პოლონეთის პოზიცია, მაგრამ ამას ვიღებ, როგორც რეალობად". - თქვა დანკომ.

ამასთანავე, გაფრენამდე დანკომ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთში ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ჩამოტანა სურს: "მე მინდა ვაჩვენო, რომ ხალხი იქაც ცხოვრობს, რომ გერმანელები, ფრანგები და ამერიკელები ბიზნესს საქმიანობაში არიან იქაც". - დაამატა მან.

გაშპარის თქმით, დელეგაციას სურს განიხილოს, შესაძლებელია თუ არა, რომ Gazprom-მა სლოვაკეთს გაზი მაინც მიაწოდოს, უკრაინის გავლით მიწოდების შეჩერების მიუხედავად.

კომენტარები