სლოვაკეთი-რუსეთი

ფიცოს სურს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავზე მოსკოვს ეწვიოს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ თქვა, რომ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე წასვლას განიხილავს და არ დაუშვებს იმის დავიწყებას, რომ "თავისუფლება აღმოსავლეთიდან მოვიდა".

ამის შესახებ მან გადაცემა შაბათის დიალოგების ეთერში ისაუბრა.

"ვკითხულობ, შემდეგ წელს ვინ შემაჩერებს, როცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავი იქნება, რომ მოსკოვში მშვიდობიან დემონსტრაციაზე არ წავიდე? ვინ შემაჩერებს? ვფიქრობ, წავალ, რატომ არ უნდა წავიდე? რა აქვს ამას ახლანდელ დროსთან საერთო?" - თქვა ფიცომ.

რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანი პრორუსული და ამავდროულად NATO-, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდა და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერდა მხარს.

კომენტარები