რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელებმა კურსკის ოლქში 13 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოკლეს

Командування Сил спеціальних операцій ЗС України

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-8 პოლკის ოპერატორებმა რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 13 სამხედრო მოკლეს.

7 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური ოპერაციების სამსახურის (ССО) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკების დროს მოკლეს, ხოლო დანარჩენი 8 უპილოტო საფრენი აპარატებით.

ბრძოლის შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორებმა მოკლული ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების სხეულები და მათი პირადი საბუთები დაათვალიერეს. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა კოლიმატორული სამიზნით აღჭურვილი ავტომატი, ჩინურ-რუსული რადიოსადგური აზარტი, დრონების დეტექტორი და განსაკუთრებული დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი სამხედრო ბილეთისგან განსხვავდებოდა - სპეცრაზმელთა თქმით, აღმოჩენილი ნივთები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ის ოფიცერთა შემადგენლობას მიეკუთვნებოდა. 

გარდა ამისა, სხვა ნივთებთან ერთად, ჩრდილოკორეელ სამხედროს თან ჰქონდა პარტიისადმი წერილობითი მიმართვა.

 

კომენტარები