ახალი წელი 2025

მერია: კონცერტი გაიმართება საინტერესო პროგრამით, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით

თბილისში ახალი წლის ღამეს კონცერტი გაიმართება, თუმცა ადგილმდებარეობისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაციას მერია ამ დროისთვის არ ავრცელებს.

კითხვაზე, გაიმართება თუ არა კონცერტი 31 დეკემბერს თბილისში და სად, ტაბულას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ გალაკონცერტი გაიმართება, თუმცა დამატებით დეტალებს ვერ მოგვაწვდიან.

"გალა კონცერტი გაიმართება და იქნება ძალიან საინტერესო პროგრამა. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით." - გვითხრეს მერიაში.

კომენტარები