მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ სანდუ X-ზე წერს.
"მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა. მოლდოვა გმობს ამ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას". - წერს სანდუ.
25 დეკემბერს, უკრაინაში ქრისტეს შობის აღნიშვნის დღეს, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიური იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის, ბალისტიკური და 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 50-ზე მეტი რაკეტისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შეძლეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



