რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

70-ზე მეტი რაკეტა შობის დღეს – რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიური იერიში მიიტანა

Getty Images

25 დეკემბერს, უკრაინაში ქრისტეს შობის აღნიშვნის დღეს, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიური იერიში მიიტანა.

იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დონბასის ენერგეტიკული კომპანია ДТЕК-ის ინფრასტრუქტურა.

"რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი ტერორისტული იერიში მიიტანა. 

მასიური იერიშის შედეგად სერიოზულად რამდენიმე თბოელექტროსადგური. თავდასხმის დასრულებისთანავე ჩვენმა თანამშრომლებმა აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს". – წერია ДТЕК-ის განცხადებაში.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ДТЕК-ის ინფრასტრუქტურაზე 200-ჯერ მიიტანა იერიში. 2024 წელს, ეს რიგით მე-13 რუსული იერიშია უკრაინულ ენერგოკომპანიაზე. 

შობის დღეს რუსულ იერიშს ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"პუტინმა იერიშისთვის გააზრებულად აირჩა შობა. რა შეიძლება იყოს უფრო არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი. სამიზნე – ჩვენი ენერგეტიკა. ისინი აგრძელებენ უკრაინის ჩაბნელებისთვის ბრძოლას". 

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტებიდან 50-მდე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა.

კომენტარები