ორგანიზაცია შ-ფოთის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში მდებარე კაფე-ბარ "ლიმენაში" მყოფ ხალხს ორმა უცნობმა ქალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ელისო ჯანაშიას:
"დაიწყეს ლანძღვა, აქ გარყვნილების ბუდეაო, გეი პროპაგანდით გაჟღენთილი, იძახდა ევროპა რად გინდათო და ფიზიკურად იძალადა ელისო ჯანაშიაზე". - წერს შ-ფოთი.
ორგანიზაციის ცნობით, მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.





