რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანა, რომლის შედეგად დაშავდა 11 და დაიღუპა 1 ადამიანი.
დაჭრილთა შორის არიან ქალები და კაცები, მათი ასაკი 19-დან 58 წლამდე მერყეობს. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაიღუპა 53 წლის კაცი.
გარდა ამისა, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დნეპროპეტროვსკის, სუმის, კიევისა და ხარკოვის ოლქებზე მიიტანა იერიში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 დეკემბრის ღამეს 5 ბალისტიკური რაკეტა და 40 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. გარდა ამისა რადიო ელექტრო ძალების მუშაობის შედეგად 20 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





