სამხრეთ კორეა

სამხრ. კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობა სცადა

REUTERS/Elizabeth Frantz/File Photo

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კიმ იონგ-ჰიონმა, რომელსაც ამბოხება ედება ბრალად,  დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სასჯელაღსრულების სამსახურის გენერალურმა კომისარმა, შინ იონგ-ჰემ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წინაშე ისაუბრა

შინ იონგ-ჰეს თქმით, ყოფილმა მინისტრმა თავის მოკვლა ფორმალური დაკავების ორდერის გაცემამდე სცადა. 

ცნობისთვის, კიმ იონგ-ჰიონი სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით სეულში 8 დეკემბერს დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა პრეზიდენტს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება ურჩია. 

მანამდე, 4 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ იონგ-ჰიონმა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობისა და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევის გამო ბოდიში მოიხადა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

იოლმა ქვეყანაში წინა დღით გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა 4 დეკემბრის გამთენიისას გააუქმა.

4 დეკემბერს სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში ექვსივე ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის დაწყებაზე განცხადება წარადგინა

გამოცემის Yonhap-ის ცნობით, კანონპროექტი ეროვნული ასამბლეის სესიაზე 5 დეკემბერს განიხილება, კენჭისყრა კი მომდევნო დღეებში, 6 ან 7 დეკემბერს შედეგება. 

კომენტარები