დომინიკის რესპუბლიკის ხელისუფლების თქმით, სანტო-დომინიგოს პორტში ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის, 9.5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერება ბანანების კონტეინერში, 320 შეფუთვაში იყო დამალული.
დომინიკის რესპუბლიკის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული სამმართველოს წინასწარი გამოძიებით, ნარკოტიკები ევროპის მიმართულებით უნდა გაგზავნილიყო, ბანანები კი ქვეყანაში გვატემალიდან აღმოჩნდა.
"ბევრმა უცნობმა პირმა სცადა, რომ ნარკოტიკები სხვა კონტეინერში გადაეტანა, რომელიც შემდეგ ბელგიაში ხომალდზე იქნებოდა გაგზავნილი". - თქვა დომინიკის რესპუბლიკის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული სამმართველოს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, კარლოს დენვერმა.
ამჯერად ამოღებული კოკაინის რაოდენობა დომინიკის რესპუბლიკის ყოფილ რეკორდს ბევრად აღემატება - 2006 წელს ქვეყანაში იგივე პორტში პოლიციელებმა 2.58 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.





