დომინიკის რესპუბლიკა

დომინიკის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

Fires burn after the blast on August 14.

დომინიკის წითელი ჯვრის ცნობით, ვილა ვალდესში, სან კრისტობალის პროვინციაში 14 აგვისტოს სავაჭრო ცენტრთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სამი ნაგებობა მთლიანად ჩამოინგრა, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავებულია 65 ადამიანი, დაახლოებით 55 პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლუის აბინადერმა შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთება გამოთქვა და თქვა, რომ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. მან დროული რეაგირებისთვის სასწრაფო დახმარების სამსახურების, მათ შორის 20 სასწრაფო და 14 სახანძრო მანქანის მობილიზების ბრძანება გასცა.

კომენტარები