საქართველო-ევროკავშირი

ნიდერლანდები ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსთხოვს

იუსტიციის სახლი

5 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ფელდკამპმა თქვა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსთხოვენ.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ევროკავშირს გადასცემს ოფიციალურ მოთხოვნას , "რათა საქართველოს მთავრობისთვის ცხადი იყოს, რომ გზას, რომლითაც მიდიან, საზღაური მოჰყვება".

ფელდკამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს სთხოვს, გამოიძიოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.

კომენტარები