ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გახარია: გუშინდელი აქციის დაშლა უკანონო იყო

გიორგი გახარიას თქმით, 28 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დარბევა უკანონო იყო.

"გუშინდელი აქცია მშვიდობიანი იყო. პოლიციამ სპეციალური საშუალებები უკანონოდ გამოიყენა. იმიტომ, რომ გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური იყო და არც პროპორციული - არავინ არსად შევარდნას არ ცდილობდა; არავინ არავის თავს არ დასხმია; არავის არავინ არსაიდან არ გამოუტაცებია. ადამიანები თავის ნებას ემოციურად გამოხატავდნენ და საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენ ამის უფლება გვაქვს. როცა ყველანაირი მიზეზის გარეშე, არაპროვოცირებულად, პოლიცია მასების დაშლას იწყებს და სპეციალურ საშუალებებს იყენებს, ეს არა მხოლოდ არაპროპორციული, არამედ უკანონოა. ეს პოლიციამ ძალიან კარგად იცის". - თქვა გახარიამ. 

28 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სადაც მოქალაქეები ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.


28/29 ნოემბრის მოვლენები:

ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

კომენტარები