პოლონელმა მაღალჩინოსნებმა 29 ივნისს განაცხადეს, რომ პოლონეთმა უკრაინის ცხრა, ხოლო ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის მითითებით მოქმედებასა და ფულის სანაცვლოდ გამართულ აქციებში უკრაინელების რეკრუტირებაში არიან ეჭვმიტანილნი.
პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) და საზღვრის დაცვამ ეჭვმიტანილები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ვარშავაში, ვროცლავში, კრაკოვში, ზაკოპანესა და ბიდგოშჩში ამოიცნეს და დააკავეს.
სპეციალური სამსახურების კოორდინატორმა მინისტრმა, ტომაშ სიემონიაკმა განაცხადა, რომ დაჯგუფება უკრაინელ მიგრანტებზე გავლენის მოხდენის მიზნით 2025 წლის შემოდგომიდან მოყოლებული პოლონეთში მყოფ ლტოლვილებს პრორუსულ დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღებაში თანხას უხდიდა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ფინანსდებოდა.
სიემონიაკის სპიკერის მიხედვით, დაკავებულები პოლონეთიდან უკვე გააძევეს.
ცნობისთვის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ხშირად ახდენენ უკრაინის მოქალაქეების რეკრუტირებას ევროპაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარების მიზნით.




