Sova-ს ცნობით, უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებს კიდევ ორი ქართველი მოხალისის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულია იგორ ბეკურაშვილი.
მანამდე ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 30 წლის გიორგი დამენიას დაღუპვის შესახებ. იგი წარმოშობით სენაკიდან იყო და ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა.
უახლოეს დღეებში დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდებს გადაიხდიან.




