პარტია ჯერ საქართველო

ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დააფუძნა.

დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დელეგატებმა ყიფიანი აირჩიეს.

"დღეს არის პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა - ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია. იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება". - თქვა ყიფიანმა.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები: რუსუდან თევზაძე, ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე.

ხოლო სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში გიორგი შალამბერიძე, ბექა ბოჭორიშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ივერი მისრიაშვილი არიან.

ჯერ საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ზურა შარაშენიძე იქნება.

კომენტარები