აქციაზე დაშავებულ პუბლიკას ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

29 ნოემბერს აქციაზე დაშავებულ პუბლიკას ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. TV პირველთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მას ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს ნიღბიანი სპეცრაზმელები. 

"კუთხეში ვიყავი პარლამენტთან, პარლამენტის შენობის გვერდით, როცა დავინახეთ, რომ გამოცვივდნენ ეს ნიღბიანი პირები, დაერივნენ მოქალაქეებს და მე უკან-უკან წამოვედი. თან ვიღებდი, თან ვაგრძელებდი მუშაობას, უცებ ვიგრძენი, რომ მეც მომკიდეს ხელი და შემათრიეს თავისთან. რომ შემათრიეს ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მითხრეს ჟურნალისტი, რომ ხარ მაგიტომ. მაგინებდნენ და დამიწყეს ცემა გამეტებით, ხელებით, ერთგვარი კორიდორივით ამატარეს მაღლა წამიყვანეს დასაკავებლად ხელიდან ხელში გადავდიოდი და ყველა მომდიოდა და მირტყამდა. რამდენჯერმე დავეცი და ფეხები მირტყეს სახეში, ძირითადად სახეში მირტყამდნენ. ცხვირი გამიტეხეს და სახე მაქვს შეშუპებული. დამჭირდა ოპერაცია ცხვირზე'' - თქვა ალექსანდრე ქეშელაშვილმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მედიაომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 და 29 ნოემბრის აქციაზე სახელმწიფოს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და დაშავებულია მინიმუმ 20 ჟურნალისტი და ოპერატორი.


28/29 ნოემბრის მოვლენები:

ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები

კომენტარები