ევროკავშირი-საქართველო

ბორელი: 100 მილიონ ევროზე მეტი, მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდება

აშკარაა, რომ საქართველო არის ის საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. მე ვთავაზობ იმ დახმარების პროგრამების შეწყვეტას, რომელიც მიდის საქართველოს მთავრობასთან. 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება გაყინული და მთავრობისთვის მიწოდების ნაცვლად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეწოდება. ანუ ამ თანხას ავიღებთ, დაახლოებით €100 მილიონს, და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ, სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში.

ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირი კვლავ განაგრძობს. გაწევრიანების პროცესი წყდება, შეჩერებულია მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება [ევროპულ] გზას და იმისთვის, რომ ამ გზას დაუბრუნდეს, ბევრი რამე უნდა შეიცვალოს და მანამდე, ჩვენ მთავრობისთვის გამოყოფილ თანხას გამოვიყენებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან.

განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები