არჩევნები 2024

თითოეული გზავნილი ყურადსაღებია, ვიმოქმედებთ შესაბამისად – კობახიძე ილია II-ის განცხადებაზე

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პატრიარქ ილია II-ის განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი ქართული ოცნებისთვის "ძალიან ყურადსაღებია" და შესაბამისად იმოქმედებენ. 

"უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად" - თქვა პრემიერმინისტრმა. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ილია II-ის მილოცვა ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით გუშინ გაავრცელა. 

კომენტარები