მარინ ლე პენი

საფრანგეთის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს

Getty Images

პარიზის პროკურატურა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერისთვის, მარინ ლე პენისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს, რომლიდანაც 3 წელი პირობითი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს ფრანგ პოლიტიკოსს, ის კენჭს ვეღარ იყრის 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ლე პენს ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება ბრალი, როგორც გამოცემა Politico წერს, დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები პარლამენტში ევროკავშირის საკითხებში თანაშემწეებს ასაქმებდნენ, რომლებისთვისაც EU-ს კანონმდებლობის შესაბამისად, ევროპარლამენტი შრომის ანაზღაურებას გასცემდა. თუმცა, აღნიშნული "თანაშემწეები" ფარულად პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც პირდაპირ სარგებლობდა ლე პენის ეროვნული ერთობა

ლე პენმა ემანუელ მაკრონთან საპრეზიდენტო არჩევნები ორჯერ, 2017 და 2022 წლებში წააგო.

პარტია ეროვნული ერთობის წინააღმდეგ სხვა საქმეც არის აღძრული. პარიზ პროკურატურა პარტიას 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის არაკანონიერი გზით დაფინანსებას ედავება.

კომენტარები