რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ბელგოროდის ოლქში ნავთობბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

ნავთობბაზა "Сангилен", ფოტო ილუსტრაციისთვის
Goldman Group/Wikimedia

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების დრონის იერიშის შედეგად ოლქის ტერიტორიაზე ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. 

ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი თავის Telegram-არხზე წერს

"უკრაინის შეიარაღებული ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით სტაროოსკოლსკის საქალაქო ოკრუგის ტერიტორიაზე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი რეზერვუარი აალდა". - წერს გლადკოვი. 

გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს. ის ასევე წერს, რომ შემთხვევას არავინ ემსხვერპლა.

2024 წლის დასაწყისიდან უკრაინა რუსულ ნავთობბაზებს დრონებით თავს ესხმის, რის შედეგადაც არაერთ საცავზე ხანძარი გაჩნდა. 

კომენტარები