ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, ვიღაცას სურს, წაგართვათ დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში. არ დანებდეთ, იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის, ესტონეთის გზა, პოლონეთის გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო რომ ევროპაში შეხვიდეთ. უნდა გაგაჩნდეთ გეგმა, უნდა იმუშაოთ მასზე, უნდა შეასრულოთ იმიტომ, რომ ნაჩუქარი თავისუფლება არ არსებობს, უნდა მოიპოვოთ 24-საათიანი მუშაობით ეს თავისუფლება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ გზაზე თქვენთან! თქვენ ხართ ევროპა
tbl.ge/6yoy
დაკოპირდა

მიმართა ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა პარლამენტთან შეკრებილებს.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




