არჩევნები 2024

ზურაბიშვილი: უნდა მოვუსმინოთ ევროპელებს, რომლებმაც მთავრობას უთხრეს, რომ ასე EU-ში ვერ შევლენ

ვისაც უნდა მოვუსმინოთ, არიან ევროპელები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას ცხადად უთხრეს, რომ თავს ვერ მოიკატუნებენ, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანდებიან იმით, რასაც აკეთებენ. 

ვერ გაწევრიანდები, როცა რუსულ კანონს იღებ, როცა ანტი-ლგბტ კანონს იღებ, როცა შენს საარჩევნო პროგრამაში აცხადებ, რომ ოპოზიციის ლიდერებს დააპატიმრებ, ზოგ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავ და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ისე მოეპყრობი, როგორც რუსეთში ეპყრობიან. 

ასე რომ, ეს არის ყველა ევროპელი ლიდერისა და ბოლოდროინდელი ევროპული საბჭოს კრების პასუხი. მომდევნო დღეებში, ევროპული საბჭოს ახალი კრება იქნება, რომელიც ამას ნამდვილად დაადასტურებს.  

საქართველოს პრემიერმინისტრის გადასაწყვეტი არაა, რა პირობებით შევა  ევროპაში, დადებული პირობები უნდა შევასრულოთ, რომელთა დაცვისთვისაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის. 
 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები