ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
აქამდე, ორგანიზაცია ISFED-მა 26 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელი განცხადებას გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებული "ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების" გამო, მისი გამოყენება საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომად ვერ მოხდება.
მდინარაძის მტკიცებით, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელზე, ნინო დოლიძეზე "ბულინგი მიმდინარეობს".
სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.
უკვე დღენახევარია სამართლიანი არჩევნები ვერ ახერხებს გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის მონაცემებს
ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წელს შეცდომად აღიარა, რომ გაყალბებულიყო არა არჩევნები მაშინ, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები - ეს შეეხებოდა მხოლოდ 2%-ს, შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორება მათ სცადეს შეცდომის დარქმევით.
წელს, ისინი უკვე დღენახევრის განმავლობაში ვერ თუ არ აქვეყნებენ პარალელური დათვლის მონაცემებს". - თქვა მდინარაძემ
მამუკა მდინარაძე ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ISFED-ი USAID-ის მიერ ფინანსდება, ხოლო საქართველოს მთავრობა "მოვალეა გაუფრთხილდეს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის იმიჯს"
"შეგახსენებთ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ - პირდაპირ აშშ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ჩვენი მოვალენი ვართ, რომ გავუფრთხილდეთ იმიჯს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის და მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ, კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები, დღენახევრის მერე მაინც გამოაქვეყნოს". - თქვა მდინარაძემ





