არჩევნები 2024

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეშფოთებული ვარ OSCE/ODIHR-ის ანგარიშით არჩევნებზე

შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს.

საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება.

წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე X-ზე. 

კომენტარები