სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 14:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესისას გამოკვეთილ ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
14:00 საათისთვის, სამართლიანი არჩევნების მონაცემებით გამოიკვეთა შემდეგი სახის დარღვევები:
- დაკვირვების უფლების შეზღუდვა
- ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
- ბიულეტენის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები
- მარკირების წესის დარღვევა
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- მრავალჯერადი ხმის მიცემა
- ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები
- არაუფლებამოსილი პირების არსებობა საარჩევნო უბანზე
ISFED-ი ასევე ავრცელებს 10:00-12:00 საათისთვის, ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ, საარჩევნო უბნების გარეთ გამოკვეთილ დარღვევებსაც.
"საარჩევნო უბნების მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად მმართველ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან, დაკავშირებული პირები ფიგურირებენ - ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებებსაც". - წერს ISFED-ი.





