არჩევნები 2024

"ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა" – მარნეულში, საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წევრს სცემეს

მარნეულის 74-ე უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ უბანზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დამკვირვებელმა კომისიის წევრებს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა.

"მაგიდები ძალიან ახლოს იყო კედელთან, რაზეც ხმადაბლა ვთქვი რაღაც, ასევე, მარკირებაზე რამდენიმე შენიშვნა მივეცი, რადგან არ აკეთებდნენ. ამის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში რაღაც დაჯგუფება შემოვარდა, უნდოდათ ჩემი გაძევება, დავიხიე უკან, მაგრამ კაბინებთანაც აკონტროლებდნენ ვინ ვის აძლევდა ხმას". - თქვა დამკვირვებელმა.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის თქმით, ეს იყო "ორგანიზებული თავდასხმა".

"პირველი დამარტყეს მე, 3-4 ადამიანი დამესია, გამოვედი უბნიდან და ასეთ დღეში ჩააგდეს შემდეგ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი... ეს არის კატასტროფა და ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩვენზე". - თქვა მუმლაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი, რომელსაც მარნეულის 74-ე უბანზე თავს დაესხნენ, მოძრაობა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული შტაბის თავმჯდომარე, აზად კარიმოვია.

კომენტარები