მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო თაობის წარმომადგენლებმა, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ არის შესაძლებლობა თავად ავირჩიოთ რომელი გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, თუ დასავლურში, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და არა რამდენიმე ასეულ ადამიანზე. [...] მე მინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველანი გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. [...] ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას უნდა ცვლილება. აქ კარგზე და ცუდზე აღარ არის საუბარი. აქ არის ხალხის მოთხოვნა ცვლილებებზე, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის, საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ჩვენ არ გვინდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი
არჩევნები 2024
მელია: ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდათ ცვლილება, აღარ უნდათ ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის
tbl.ge/6y1i
დაკოპირდა

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




