რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაღუპულია 3 ადამიანი

დნეპრის დაბომბვის შედეგები
pravda.ua

25 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად დაინგრა საცხოვრებელი შენობა, დაიღუპა 3 და დაშავდა 19 ადამიანი.

დნეპრის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის თქმით, დაღუპულთაგან 2 ქალია, 19 დაშავებულიდან 4 ბავშვია, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დაბომბვის შედეგად დანგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი, დაზიანებულია 30 ავტომობილი.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები