მოძრაობა სირცხვილია საარჩევნოდ ამომრჩეველს ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის მიმართულებით სამი ავტობუსით უზრუნველყოფს.
"მოძრაობა სირცხვილია, "ყველანი არჩენებზე" კამპანიის ფარგლებში, შეძლებს მოქალაქეთა ტრანსპორტირებას რეგიონებისკენ და შემდგომ მათ უკან, თბილისში დაბრუნებას. გთხოვთ, შეავსოთ ფორმა, რათა დავაორგანიზოთ მგზავრობა.
მიმართულებები:
- თბილისი > ქუთაისი > თბილისი
- თბილისი > ზუგდიდი > თბილისი
- თბილისი > ბათუმი > თბილისი
თბილისში შეკრების ლოკაცია და დრო:
- რესპუბლიკის მოედანი
- 26 ოქტომბერი, 7:30 საათი
თბილისში დაბრუნება:
- ქუთაისი: 26 ოქტომბერი, 20:00 - სპორტის სასახლესთან
- ზუგდიდი: 26 ოქტომბერი, 20:00 - კარფურის პარკინგი
- ბათუმი: 26 ოქტომბერი, 20:00 - ანბანის კოშკთან მდებარე პარკინგი
გაითვალისწინეთ: ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და თითოეული მიმართულებით გავა 55 მგზავრიანი ავტობუსი. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, დაგიკავშირდებით". - ნათქვამია სარეგისტრაციო ფორმაში.





