2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება

ალექსანდრ ლუკაშენკო
Photo: REUTERS/Vasily Fedosenko

ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა სახლის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება. ინფორმაციას ორგანო ოფიციალურ Telegram-არხზე ავრცელებს

გამოცემა Белта-ზე დაყრდნობით, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იგორ კარპენკო მიიჩნევს, რომ შერჩეული თარიღი ოპტიმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს 20 ივლისისა უნდა ჩატარდეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუკეთესო დროა არჩევნების ჩასატარებლად. 2022 წლის 27 თებერვლის რეფერენდუმმა და 2024 წლის 25 თებერვლის არჩევნების დღემ გვაჩვენა, რომ ზამთრის პერიოდი ყოველი საარჩევნო პროცედურის ორგანიზებისთვის ძალიან მოსახერხებელია", - თქვა ბელარუსის ეროვნული ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა. 

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს. მან თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ აპირებდა მონაწილეობის მიღებას. 

ცოტა ხნის წინ ბელარუსის საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიზეზად ოპოზიციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების დაწყება სახელდება. 

2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებამ ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. 

ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 

2020 წლის არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს - ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს აშშ და ევროკავშირი.

კომენტარები