22 ოქტომბრის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ტულისა და ტამბოვის სპირტის ქარხნებზე.
ტულის ოლქში დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა ეფრემოვისა და ლუჟკოვის რაიონებში მდებარე სპირტის ქარხნები. ინფრომაციას ტულის ოლქის გუბერნატორი დმიტრი მილაევი ადასტურებს.
ტამბოვის ოლქში აფეთქება მოხდა საწარმო ბიოქიმის ტერიტორიაზე. რეგიონის მეთაურის მაქსიმ ეგოროვის თქმით, აფეთქების მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატი გახდა. "ბიოქიმი სპირტისა და სახელმწიფო მნიშვნელობის პროდუქციას აწარმოებს". – ამბობს ეგოროვი.
დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის. ხანძარი რამდენიმე საათში ჩააქრეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით სულ 22 ოქტომბრის ღამეს ჩამოგდებულია 18 უკრაინული დრონი.





