რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 31 რუსული დრონი გაანადგურა

Unian.net

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ოქტომბერს 31 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

რუსული დრონები განადგურებულია ვინიცკის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ლვოვის, ოდესის, სუმის, პოლტავის, ჩერკასის, კიევის, ნიკოლაევის, დნეპტროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში.

საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით კიდევ 13 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია. სულ 20 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 51 დრონი გაუშვა.

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის მიმართულებით ეისკისა და პრიმორო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინა. 

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები