რუსეთი

პუტინმა დუმას ჩრდილოეთ კორეასთან პარტნიორობის ხელშეკრულების კანონი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა, 2019
KCNA/EPA

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონი წარუდგინა.

"თუ რომელიმე მხარე აღმოჩნდება სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ შეიარაღებულ თავდასხმის ქვეშ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, 51-ე მუხლის შესაბამისად". – წერია კანონში.

ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები რატიფიცირების საბუთებს გაცვლიან.

ვლარიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 19 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს მოაწერეს. 

როგორც სამხრეთკორეული გამოცემა რენჰაპი წერს, პუტინისა და კიმის შეთანხმება 1961 წელს ჩრდილოეთ კორეისა და სსრკ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას იმეორებს.

მედიების ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს აწვდის, რომლებიც უკრაინის ომში გამოიყენება.

14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ "კორეა პრაქტიკულად ომში ერთვება".

კომენტარები