მუსიკის მაგნატს და რეპერ შონ Diddy კომბსს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 2 ქალი და 4 კაცი ადანაშაულებს.
პროკურატურის თქმით, 6 ახალი საქმე კომბსის წინააღმდეგ შეტანილი ასობით საჩივრის მხოლოდ ნაწილია.
ერთ-ერთი ბრალმდებლის თქმით, რომლის სახელი უცნობია, ამბობს, რომ, შემთხვევა 1998 წელს მოხდა, როცა სავარაუდო მსხვერპლი მხოლოდ 16 წლის იყო.
როგორც ბრალმდებელი იხსენებს, პროდიუსერთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. კომბსმა შუა ლაპარაკის დროს ახალგაზრდა კაცს შარვლის გახდა სთხოვა და შემდეგ ასოზე შეეხო.
კიდევ 2 ბრალმდებელი ქალი ამბობს რომ 2004 წელს კომბსი სასტუმროს ოთახში გააუპატიურა, შემდეგ კი დაემუქრა: "თქვენთვისვე აჯობებს ამის შესახებ არავის უთხრათ".
სექს ტრეფიკინგსა და ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული კომბსი ამჟამად ციხეში, წინასწარი დაკავების კამერაში იმყოფება.
54 წლის პროდიუსერი ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კომბსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.





