შონ კომბსის საქმე

P.DIDDY-ს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 3 კაცი ადანაშაულებს

შონ კომბსი
skynews

მუსიკალურ პროდიუსერსა და რეპერს, შონ კომბსს, იგივე P.Diddy-ს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 3 კაცი ადანაშაულებს.

ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს ადვოკატ ტომას გიუფრას დახმარებით ანონიმურმა პირებმა მიმართეს.

ბრალმდებლების თქმით შემთხვევები 2019-2022 წლებში მოხდა. ყველა ამბობს, რომ კომბსმა მათზე სექსუალურად იძალადა.

ერთ-ერთი ბრალმდებლის თქმით, რომელიც რეპერის დიდი ხნის თანამშრომელია, კომბსთან ნიუ-იორკში, სასტუმროში საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. როგორც კაცი იხსენებს, რეპერმა ალკოჰოლი შესთავაზა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებით იყო გაზავებული. 

"2 წუთში თავი ძალიან დაღლილად ვიგრძენი, მეძინებოდა". – წერია საქმეში. როგორც კაცი იხსენებს, თითქმის გონებადაკარგული იყო, როდესაც რეპერმა გააუპატიურა.


შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს. 

აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა. 

2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება

კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.

კომენტარები