შონ კომბსის საქმე

ნაფიც მსაჯულები P.Diddy-ს საქმეზე 4 ვერდიქტზე შეთანხმდნენ, თუმცა განაჩენი ჯერ არ დამდგარა

შონ Diddy კომბსი
CBS News

ამერიკელი პროდიუსერისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, შონ Diddy კომბსის საქმესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიც მსაჯულები 4 ნაწილობრივ ვერდიქტზე შეჯერდნენ, თუმცა განაჩენი ჯერ არ დამდგარა - ცნობისთვის, ამერიკელ რეპერს ნიუ-იორკის სასამართლო სექს-ტრეფიკინგში, ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებს ბრალს. 

როგორც ბრიტანული გამოცემა BBC წერს, 12 ნაფიც მსაჯული რეპერისთვის წაყენებულ რეკეტიორობის ბრალდებას, რომლის ფარგლებშიც შონ ქომბსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ჯერ კიდევ განიხილავს. 

ცნობისთვის, შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს.

მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალიც, კესი ვენტურაც - მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს. 

აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა - სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა. 

2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება

შონ Diddy ქომბსის ყოფილმა შეყვარებულმა, კესი ვენტურმა 13 მაისის სასამართლო მოსმენაზე მისი და P Diddy-ს ურთიერთობის დეტალებსა და ე.წ. "Freak Off" წვეულებებზე ისაუბრა.

ვენტურას თქმით, რეპერი მასზე ფიზიკურად და მუდმივად ძალადობდა, ასევე, ქომბსი ვენტურას აიძულებდა ე.წ. Freak Off წვეულებების ორგანიზებაში მონაწილეობას (მათ შორის, სექს-ტრეფიკინგის ორგანიზებას და უცნობ ადამიანებთან, იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარებას).

კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.

კომენტარები