ამერიკელი პროდიუსერისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, შონ Diddy ქომბსის ყოფილმა შეყვარებულმა, კესი ვენტურმა 13 მაისის სასამართლო მოსმენაზე მისი და P Diddy-ს ურთიერთობის დეტალებსა და ე.წ. "Freak Off" წვეულებებზე ისაუბრა.
ვენტურას თქმით, რეპერი მასზე ფიზიკურად და მუდმივად ძალადობდა, ასევე, ქომბსი ვენტურას აიძულებდა ე.წ. Freak Off წვეულებების ორგანიზებაში მონაწილეობას (მათ შორის, სექს-ტრეფიკინგის ორგანიზებას და უცნობ ადამიანებთან, იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარებას).
"ნარკოტიკები იყო ერთადერთი გზა, რომ თავი ამერიდებინა იმისთვის, რაც რეალურად ხდებოდა - ის [ქომბსი] მაიძულებდა სექსუალური კავშირი მქონოდა უცნობებთან.
[...] თავში მირტყამდა, როცა წავიქცეოდი, მათრევდა და მაშინაც მირტყამდა.
[...] მაიძულებდა, ე.წ. Freak Off წვეულებებისთვის მამაკაცი სტრიპტიზიორები მომეძებნა.
[...] ის [ქომბსი] ყველაფერს აკონტროლებდა - თუ შონს რამის გაკეთება სურდა, ის აუცილებლად აკეთებდა - "წვეულებებს", ის ხელმძღვანელობდა". - თქვა ვენტურამ, გამოცემა BBC-ის ცნობით.
ცნობისთვის, შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს.
მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალიც, კესი ვენტურაც - მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.
აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება.
კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.





