რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ISW: უკრაინულმა F-16-მა რუსული СУ-34 გაანადგურა

უკრაინის საჰაერო ძალების F-16  
AP Photo/Efrem Lukatsky  

12 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელი-ბომბდამშენი СУ-34 ჩამოაგდო.

რუსულ სამხედრო Telegram არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი უკრაინულმა F-16-მა ჩამოაგდო. ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ბლოგერები ასევე აღნიშნავდნენ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებს ტექნიკური პრობლემები აქვს, ხოლო პილოტები გადაღლილები არიან.

კრემლის პროპაგანდისტების მტკიცებით СУ-34 ტექნიკური ხარვეზის გამო გამოვიდა მწყობრიდან. მათ Telegram-ის ბლოგერები დეზინფორმაციაში და რუსეთის ჯარისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა ომის კვლევის ინსტიტუტმა (ISW). 

თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა დასავლეთის მიერ მოწოდებული ავიაგამანადგურებლის დახმარებით რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდა.

კომენტარები