არჩევნები 2024

ივანიშვილი: ენმ-სა და მის სატელიტ, თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავკრძალავთ

კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად ერთიანობის ეშინია, რადგან უკვე 12 წელია, ქართულ ოცნებასთან და ქართველ ხალხთან უშანსოდ მარცხდება. ხოლო 26 ოქტომბერს ქართული ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტ, თუ მემკვიდრე პარტიებს ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ, რითიც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს კანონის წინაშე უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს. 

ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის - მეორე მხრივ კი, საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალება კარგსა და უკეთესს შორის მიეცეს. 

თქვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, სადაც მმართველმა გუნდმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიება გამართა. 

კომენტარები