კრიმინალი

ქურდობის ბრალდებით, იტალიაში 43 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში, 43 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას, იტალიური გამოცემა La Nazione ავრცელებს.

გამოცემის თქმით, თამბაქოს მაღაზიის კამერის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შედის ქართველი კაცი მაღაზიაში და როგორ ცდილობს სალაროდან ასობით ევროს მოპარვას. 

სამართალდამცავებმა დამნაშავის იდენტიფიცირება მუნიციპალური ვიდეოკამერების საშუალებით შეძლეს - გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ქართველი, პიზის პროვინციაში მცხოვრები, კრიმინალური წარსულის მქონე პირია. 

კომენტარები