შალვა პაპუაშვილს არ ჰგონია, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება.
"ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წამების სისტემის შემქმნელი უნდა განთავისუფლდეს ციხიდან, იმ ადამიანის რამე ნათქვამს რაიმე ფასი შეიძლება მივანიჭოთ? იმ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას. რა თქმა უნდა, იტყვიან ვიზალიბერალიზაციაზე, შეიძლება ჯარების შემოყვანაზეც ისაუბროს ვიღაცამ, მათ ენას ამ მხრივ, ძვალი არ აქვს" - თქვა პაპუაშვილმა.
ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას თქვა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეუძლიათ.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით კი, თუ ქართული ოცნება კვლავ ლუკაშენკოს გზით ივლის, გადავხედავენ ვიზალიბერალიზაციის საკითხს.





