დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ნეთანიაჰუ: გავანადგურეთ ნასრალა, ნასრალას შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელი

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ავიადარტყმებმა ჰეზბოლას მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას ორი სავარაუდო შემცვლელი იმსხვერპლა. 

"ჩვენ შევამცირეთ ჰეზბოლას შესაძლებლობები. გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის, თავად (ჰასან) ნასრალა, ნასრალას შემცვლელი და შემცველის შემცვლელი". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, დღეს ჰეზბოლა იმაზე გაცილებით სუსტია, ვიდრე ეს ბოლო წლებში ყოფილა. მისი თქმით, "დროა ლიბანელმა ხალხმა ქვეყნის ჰეზბოლასგან დაბრუნება აირჩიოს".

"ლიბანელი ხალხი, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგახართ. ახლა შეგიძლიათ, დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა. ამას თუ არ გააკეთებთ, ჰეზბოლა განაგრძობს ისრაელთან ბრძოლას მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან თქვენს ხარჯზე. მოგიწოდებთ თქვენ, ლიბანელ ხალხს, გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა ჰეზბოლასგან, რათა ეს ომი დასრულდეს". - თქვა ნეთანიაჰუმ.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ჰაშემ საფიედინი, რომელიც ნასრალას შემცვლელად მიიჩნეოდა, სავარაუდოდ, "ლიკვიდირებულია".

კომენტარები