კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარზე არიგებს გაზეთს, სადაც გამოქვეყნებულია ირინა ცინცაძის სტატია "გამარჯვების რიცხვი".
ავტორი ნუმეროლოგიას "რიცხვების მაგიას" უწოდებს და წერს:
"ნუმეროლოგიაში 4 ატარებს მშენებლობის, მართვისა და წესრიგის კონსტრუქციულ ენერგიას. თუ ადამიანი ყოველდღიურობაში, პერიოდულად, აწყდება რიცხვს 4, ცხოვრობს მეოთხე სართულზე, ან ბინაში ნომერი ოთხი ან მანქანის ნომრის რიცხვების შეკრებით იღებს ოთხიანს ან სწავლობდა ნომერ ოთხ სკოლაში და ა.შ - ის ყოველთვის არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ. თქვენმა პირადმა მფარველმა ანგელოზმა იცის, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა, ნება და გამბედაობა, შეასრულოთ ის მნიშვნელოვანი ამოცანები რომელიც თქვენ წინაშე დგას".
გაზეთში წერია, რომ 4 ნომერი ნოვატორებისა და რეფორმატორებისთვის არის დამახასიათებელი.
"ამ პლანეტაზე ბევრი რამ არის დაკავშირებული რიცხვ 4-თან. ბედის ნომერი 4 დამახასიათებელია ნოვატორებისა და რეფორმატორებისთვის. მათ არ ეშინიათ და აქვთ ენერგია მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და მყარი პოზიციების დასაკავებლად". - წერს ავტორი.
ახალის, გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას გაზეთში ისიც წერია, რომ თუ მე-4 სართულზე ცხოვრობ, ან მეოთხე სკოლაში სწავლობ, მფარველი ანგელოზი უკეთესად გიცავს:
"ნუმეროლოგიაში 4 ატარებს მშენებლობის, მართვისა და წესრიგის კონსტრუქციულ ენერგიას. თუ ადამიანი ყოველდღიურობაში, პერიოდულად, აწყდება რიცხვს 4, ცხოვრობს მეოთხე სართულზე, ან ბინაში ნომერი ოთხი ან მანქანის ნომრის რიცხვების შეკრებით იღებს ოთხიანს ან სწავლობს ნომერ მეოთხე სკოლაში და ა.შ. ის ყოველთვის არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ. თქვენმა პირადმა მფარველმა ანგელოზმა იცის, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა, ნება და გამბედაობა, შეასრულოთ ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ახლა თქვენს წინაშე დგას".
ცინცაძე კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო ნომერს, 4-ს, უკავშირებს პარტიის ფერს, მწვანესაც და წერს, როგორ აღმოაჩინა მოცემულ რიცხვსა და ფერს შორის "კორელაცია".
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რიცხვსა და ფერს შორის რამე კორელაცია არსებობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს! გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, ვიცოდი თუ არ ვიცოდი საგანი, მწვანე ტანსაცმლით თუ გამოვცხადდებოდი, აუცილებლად ძალიან კარგ ნიშანს ვიღებდი. გარკვეული დროის მერე აღმოვაჩინე, რომ მწვანე ფერი კიდევ უფრო ამძაფრებს იმ თვისებებს, რომლებიც ოთხიანის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ. მოკლედ, ახალგაზრდებო, თუ გინდათ კარგი ნიშნის მიღება და თქვენი ნუმეროლოგიური ნიშანი ოთხია, ჩაიცვით მწვანე და თამამად წადით გამოცდის ჩასაბარებლად". - წერია ახალის, დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლების გაზეთში.
სტატიის ავტორი 4-იანს ქრისტიანობასთანაც აკავშირებს და წერს, რომ ეს რიცხვი ლოცვაში ჩანს.
"ამინ არის ბოლო სიტყვა - მოქმედებს როგორც მეოთხე ელემენტი, რომელიც ამთავრებს წმინდა სიტყვას. ეს ანიჭებს ლოცვას მატერიალურობას და მნიშვნელობას. ოთხი არის რიცხვი, რომელიც ხელს უწყობს საგნების განვითარებას, აძლევს მათ რეალურობა/ხელშესახეობას, საფუძველს". - წერია სტატიაში.
ბოლოს, ავტორი მოგვიწოდებს, "ვეძიოთ და ვჰპოვოთ" ოთხიანი ჩვენს ცხოვრებაში, "რათა აქტიურად იბრძოლოთ და, რაც მთავარია, დაიცვათ ცვლილება".






